დაიბადა 1924 წლის 1 მაისს თბილისში. 1945–1949 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1968 წელს ერევნის მეორე საკავშირო კინოფესტივალზე, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „დიდი მწვანე ველი“, სოსანას როლის შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიენიჭა. 1970 წელს მინსკის მეოთხე კინოფესტივალზე, გუგული მგელაძის ფილმში „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, ალექსანდრეს როლის შესრულებისთვის დააჯილდივეს. 1975 წელს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ნანა მჭედლიძის ფილმში „პირველი მერცხალი“, შესრულებული როლისთვის დააჯილდოვეს. სერგო ფარაჯანოვთან ერთად რეჟისორად მუშაობდა ფილმზე „ამბავი სურამის ციხისა“ (1984) სურათმა 1984 წელს ესპანეთში სიხტესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).