როინს და ღარიბი გლეხის ქალს, ირმას ერთმანეთი უყვართ და დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ როინი ჯარში მიყავთ. ირმას მდიდარ მენშევიკ ოქროპირზე ათხოვებენ იძულებით. ქორწილის დღეს მულოდნელად როინი ბრუნდება ჯარიდან, ირმა ოქრიპირს მიატოვებს და შეყვარებულთან ერთად გაიპარება. რევოლუციური საქმიანობისთვის როინს დახვრეტას მიუსჯიან. იგი ციხეს თავს დააღწევს, მაგრამ შეურაცხყოფილი ოქროპირი უიარაღოს ჩაუსაფრდება და მოკლავს.