დაიბადა 1937 წლის 19 იანვარს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის მე–19 საშუალო სკოლა. 1960 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. პარალელურად მოღვაწეობდა ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორად.