ვახტანგი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა აიძულებს ნიჭი ყვავილების უგემოვნო ასლების ხატვას შეალიოს. ვახტანგის მეუღლე ეკა ქმრის მივლინებაში ყოფნით ისარგებლებს, კეთილმოწყობილ ბინას სასწრაფოდ გადაცვლის ძველ ბინაზე ორთაჭალის კოლორიტულ უბანში და დაბრუნებულ მეუღლეს შემოქმედებითი მუშაობისთვის იდეალურ პირობებს დაახვედრებს. გაოგნებული ვახტანგი აღიარებს, რომ ახლა შემოქმედებაში ხელს აღარაფერი შეუშლის.