საქართველოს კინოაკადემია (ყოფილი ააიპ „საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი“) მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართული კინემატოგრაფის განვითარებაში. ორგანიზაცია, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდა დარგობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აკადემიას ჰყავს საპატიო წევრები, რომელიც ქართული კინემატოგრაფის რამდენიმე თაობას აერთიანებს.