ეროვნული
ფილმოგრაფია
ეროვნული
ფილმოგრაფია
  • KA
    • georgian
    • english
  • ფილმები
  • ხელოვანი
  • კინოსტუდია
  • კინოაკადემია

დავით ასათიანი

მთავარი icon ხელოვანი icon დავით ასათიანი

დავით ასათიანი

მთავარი icon ხელოვანი  icon დავით ასათიანი

დავით ასათიანი

13/01/1957
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი

ბიოგრაფია

ფილმოგრაფია

.

დაიბადა თბილისში 1957 წლის 13 იანვარს. 1964 წელს შევიდა ვაიმარის (გერმანია) სკოლაში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკური სკოლა. 1975 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. 1976–79 წ.წ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფოტო ხელოვნების ფაკულტეტზე. 1979–80 წ.წ. სწავლა განაგრძო მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსაოპერატორო უმაღლეს კურსებზე. 1980 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "მემატიანეში" კინოოპერატორად. არის ოპერატორების საერთაშორისო ასოციაციის წევრი (ჰოლივუდი).

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:

არჩევანი
ქუთაისელი ბაბუა
დედა ღვთისმშობელი
ჯონ სტაინბეკი და "რუსული დღიური" 60 წლის შემდეგ
პლებისციტი–96
დავით სარაჯიშვილი
ვაჟას სახლ–მუზეუმი
ქალები
მაცხოვარი ლატალისა
ეროვნული ფილმოგრაფია

Geocinema.ge ქართული ფილმების საძიებო საიტია, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია ქართული ფილმებისა და მათი შემქმნელების შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი უამრავი მასალის თავმოყრას და მის საიტზე განთავსებას გულისხმობს. ასე რომ, მივმართავთ რეჟისორებსა და პროდიუსერებს: მეგობრებო, თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ სასურველი ინფორმაციის დროულად განთავსებაში, მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის! სრული ინფორმაცია თქვენი ფილმების შესახებ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
s.kikaleishvili@gnfc.ge
d.davitiani@gnfc.ge


საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, © 2021
სანაპიროს ქ. #4, IV სართული, თბილისი, 0105

საიტზე განთავსებული ფოტო მასალა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს. ყველა უფლება დაცულია@საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.