ეკლესია საქართველოს მკვიდრი ყველა მართმადიდებლისათვის სულიერი ერთობის ადგილია, ხოლო აქ მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთათვის – მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი. რადგან სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან საზრდოობს ქართველი ერის უნიკალური ტოლერანტული ბუნება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში დადგინდა. ღრმად მორწმუნე ყოველივე სული ქედს იდრეკს ყოვლადწმინდა ქალწულის წინაშე, რომელიც ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს დედაა. ჩვენი უძლურების გამო ვერასოდეს ვიპოვით იმ სიტყვას, რომლითაც შევძლებთ ღირსეულად განვადიდოთ დედა ღვთისა, ჩვენთა ცოდვილთა მხურვალე მეოხე.