1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა და ფოტორეპორტიორმა რობერტ კაპამ. მოგზაურობის შედეგად შეიქმნა წიგნი "რუსული დღიური", რომელიც 1948 წელს ნიუ-იორკში გამოიცა. სტაინბეკის ეს წიგნი საბჭოთა კავშირში აიკრძალა. "რუსული დღიურის" გამოცემიდან 60 წელი გავიდა. ფილმიც ამ თარიღს ეხმიანება.