დაიბადა 1968 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში. 1990 წელს დაამთავარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1990-1994 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად. 1993-2000 წლებში ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის II არხის ავტორ-ჟურნალისტად. 2000-2012 წლებში იყო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი უფროსი პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, ავტორია წიგნისა "ეროვნული და სოციალური საკითხი 20-იანი წლების ქართულ კინოში" (2007). არის დოკუმენტური ფილმების ავტორი და რეჟისორი.