დოკუმენტური ფილმი გამოჩენილ ქორეოგრაფ ჯორჯ ბალანჩინზე, რომლის სახელი XX საუკუნის ამერიკული საბალეტო ხელოვნების სიმბოლოდ იქცა. ფილმში მონაწილეობენ ბალანჩინის ყოფილი მოწაფეები, მოცეკვავეები და კოლეგები – დღეს უკვე ცნობილი ამერიკელი ბალეტმაისტერები და პედაგოგები. ისინი ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტზე საუბრობენ.