ეს ლირიკული კომედია ერთი ქუთაისური ოჯახის შესახებ გვიამბობს. მატერიალური პრობლემებისგან თავის დასაღწევად ცოლი და ქალიშვილი საბერძნეთში მიდიან სამუშაოდ. ქმარი და 12 წლის ვაჟიშვილი შინ რჩებიან. ქალიშვილი ახერხებს და ბერძენ ბიჭს მიყვება ცოლად. მალე შვილიშვილიც ჩნდება. ქართველი ბაბუის თავმოყვარეობა შელახულია. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ის შვილიშვილის ნათლობას უნდა დაესწროს ათენში და თან ნათლიაც წაიყვანოს...