დაიბადა 1909 წლის 15 სექტემბერს, სოფელ აბანოში (ახლანდელი ქარელის რაიონი). 1938-1945 და 1956-1970 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ერთდროულად 1934-1939 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935-1945 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-ისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. 1970-1979 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).