მეორე მსოფლიო ომის დღეებში საქართველოს სამხედრო გზაზე გერგეტის ციხის მოხუცი მცველი მამუკა კავკასიონის დასაცავად მიმავალ მეომრებს ჯურღაის საგმირო საქმეებზე უამბობს. ლეგენდის თანახმად, გმირი ჯურღაის ფარი მუხის ტოტზე კიდია, მტრის გამოჩენისთანავე ზარის ხმას გამოსცემს და მეომრებს საბრძოლველად უხმობს. მოხუცის ნაამბობით გულანთებული მეომრები სამშობლოს დასაცავად მიდიან.