დაიბადა 1910 წლის 12 მარტს თბილისში. 1924 წელს დაამთავრა მ.პერინის სახელობის სტუდია და ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის დასში. 1926–1929 წლებში მოღვაწეობდა ლენინგრადის ა. ვაგანოვის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1929–1941 წლებში იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.1941–1973 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს. 1950–1977 წლებში იყო თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელის სამხატვრო ხელმძღვანელი და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1965–1970 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის საბალეტო განყოფილებას. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1950). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1941) და ლენინური (1958) პრემიების ლაურეატი.