ფილმში წარმოდგენილია ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ორი ბალეტი: ალექსანდრ კრეინის "ლაურენსია" (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყაროს" მოტივებზე) და გრიგორლ კილაძის "სინათლე" (ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით). ასრულებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ვარსკვლავები და საბალეტო დასი.