დაიბადა 1934 წლის 26 მაისს სოფელ ქვედა საქარიაში (ზესტაფონის რაიონი). 1959 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1961 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი სადიპლომო ნამუშევარი „კარდაკარ"(გადაიღო მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად). 1964 წელს დამოუკიდებლად დადგა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სალამური" – კინოალმანახის „საზაფხულო მოთხრობების" ერთ–ერთი ნოველა. 1966 წელს გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი „მალე გაზაფხული მოვა". საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).