კოკა თანასოფლელ ბიჭებს თავს ველოსიპედით აწონებს. ისინიც, ველოსიპედით მონუსხულები, გულუბრყვილოდ ემსახურებიან "ყველაზე ჭკვიან, ყველაზე ღონიერ" კოკას. მოჯადოებულთა რიცხვში ყოფნა მხოლოდ კოტეს არ სურს. ის სალამურზე დაკვრით მოხიბლავს ბავშვებს და კოკას ბატონობას ბოლოს მოუღებს. ბიჭებიც მიხვდებიან, რომ თავი არ უნდა დაიმცირონ.