დაიბადა სამტრედიაში 1904 წლის 8 თებერვალს. იქვე მიიღო საშუალო განათლება. 1921 წლიდან იწყებს თეატრალურ მოღვაწეობას თბილისის პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. 1925 წ. დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა ამავე თეატრში მსახიობად. 1949 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ფილარმონიაში. 1952 წლიდან გადადის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში, მაგრამ იმავე წელს კვლავ რუსთაველის თეატრს უბრუნდება. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958).