პროვინციელი ექიმის, ბენჟამენ ღლონტის და სოფიკო გადაწყვეტს ძმას ცნობილი მკურნალის, ლევან ცინცაძის ქალიშვილი, მშვენიერი მერი გაურიგოს. მერი ბენჟამენს გამოუტყდება, რომ გაკოტრებული თავადი ალექსი უყვარს და მისგან ბავშვს ელოდება. შეყვარებულები გაიპარებიან. ალექსის სადგურზე ჩხუბში მოკლავენ, მერი კი მშობიარობას გადაყვება. დარდისგან განადგურებულ ლევანს უკურნებელი სენი აღმოაჩნდება. იგი მეგობრებს შეკრებს და გამოსამშვიდობებელ წვეულებას გამართავს. ლევანი ბენჟამენს სთხოვს, მისი სიკვდილის შემდეგ დაობლებულ ახალშობილზე იზრუნოს.