დაიბადა მოსკოვში 1944 წლის 19 დეკემბერს. 1967 წელს დაამთავრა შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებლის სამსახიობო ფაკულტეტი (ვ. ლვოვისა და ლ. შიხმატროვის სახელოსნო). 1967–1968 წლებში მუშაობდა მსახიობად ევგ. ვახტანგოვის სახ. თეატრში, ხოლო 1968 წლიდან თეატრში „Современник”-ში (ახლანდელი ჩეხოვის სახელობის მოსკოვის მხ.აკ. თეატრი). 1991 დაარსა და გახდა დირექტორი რუსი მსახიობების საქველმოქმედო ფონდის. ა. კალიაგინთან ერთად ასწავლის სამსახიობო ხელოვნებას ბრიტანულ–ამერიკულ სკოლაში ოქსფორდში, თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო სკოლაში ციურიხში და სტაჟიორულ ჯგუფს პარიზის ბობინის თეატრში. არის ავტორი და წამყვანი საკავშირო ტელევიზიის (ОРТ) სატელევიზიო ციკლის "Золотое сечение", "Другие берега" (1997). რუსეთის სახალხო არტისტი (1988). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2005).