დაიბადა ბათუმში 1906 წლის 17 (30) სექტემბერს. 1914 წელს შევიდა თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. მე–8 კლასის მოსწავლემ მისაღები გამოცდები ჩააბარა აკ. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომელიც დაამთავრა 1926 წელს და ჩაირიცხა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 130-მდე როლი განასახიერა. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1967).შ. რუსთაველის სახელობის (1983) და საქართველოს სახელმწიფო (1985– გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი.