ჯარისკაც გიორგის, რომელსაც რკინიგზის დეპოს გაფიცულ მუშათა დარბევისას შემთხვევით ერთი მათგანი შემოაკვდება, კარგი სამსახურისთვის ოქროს თუმნიანით დააჯილდოებენ. გიორგი მოსვენებას დაკარგავს, პატიების სათხოვნელად მოკლულის დედასთან მივა და მიღებულ ოქროს დაუტოვებს. დედა შვილის მკვლელს გააგდებს. გიორგი ჯარისკაცის ფარაჯას გაიხდის, იარაღს გადააგდებს და იმ ადგილს გაეცლება, სადაც უნებლიედ ჯალათად იქცა.