ხანდაზმული გლეხი მინაგო ირემაძე და მისი მეუღლე ოჯახის დაცარიელებას მწვავედ განიცდიან. ორივე ვაჟი ქალაქში გადასახლდა - უფროსმა ქალაქელი ქალი შეირთო ცოლად, უმცროსი უმაღლესში სწავლობს. მინაგო გადაწყვეტს შვილები მშობლიურ კერას დაუბრუნოს, ქალაქში ჩააკითხავს და დაცარიელებული სოფლისა და მიტოვებული მშობლების სატკივარს ეტყვის. შვილებს ესმით, რომ მამის საყვედური სამართლიანია, მაგრამ ქალაქის დათმობა აღარ შეუძლიათ.