დაიბადა 1943 წლის 16 დეკემბერს თბილისში. 1960–1964 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (გივი სარჩიმელიას და საშა მიქელაძის სახელოსნო). 1944–1970 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად, 1970–1973 წლებში იყო ხალხური შემოქმედების სახლის თეატრისა და კინოს განყოფილების უფროსი. 1973 წელს კვლავ ჩააბარა თეატრალურ უნსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1978 წელს (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). 1979 წლიდან არის საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II–ის პირადი რეფერენტი. ამჟამად არის თბილისის წმინდა სამების ეკლესიის დეკანოზი ( როსტომი).