მატარებლის ხმაურიან ვაგონში გუჯას ყურადღებას ერთი მგზავრი მიიპყრობს, რომელიც ათასგვარი ისტორიებით აბრუებს მსმენელს. გუჯა ფუჭ ლაყბობას ვერ აიტანს, შეუტევს, მაგრამ ტრაბახას მგზავრები გამოექომაგებიან. გუჯა უკაცრიელ სადგურზე ჩამოვა. მატარებლიდან ჩამოდის ტრაბახაც. გუჯა ბრაზს ვეღარ დაიოკებს და დაუნდობლად გალახავს მას. ტრაბახა ცნობილი მომღერალი კი არა, უბრალო სოფლელი მღებავი აღმოჩნდება, რომელსაც ძვირფას ჩემოდანში საღებავიანი ფუნჯები უყრია და ლაყბობისათვის არაერთხელ მოხვედრია. გუჯას ნაცემი შეებრალება და მასთან ერთად რუსეთში გამგზავრებას შესთავაზებს მშენებლობაზე სამუშაოდ.