დაიბადა 1913 წლის 18 მარტს, ქ. ქუთაისში. 1941 წელს დაამთავრა კინოსტუდიის კინოსამსახიობო სკოლა. 1933 წლიდან მუშაობდა ”სახკინმრეწვში“. 1952–1954 წლებში მუშაობდა ტყიბულის და წყალტუბოს კულტურის სახლის დირექტორად და თეატრალური კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1955 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, მეორე რეჟისორად და დუბლიაჟის რეჟისორად. საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი(1969).