სოციალური უსამართლობის გამო მთავრობასთან დაპირისპირებული, სოციალისტებთან კავშირისთვის კატორღაში გადასახლებული, ერთ დროს პატიოსანი მშრომელი გლეხი გიო მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდება, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილია, საერთოს ვეღარც ყოფილ თანამოაზრეებთან პოულობს. გიოს ერთადერთი გულშემატკივარი მისი ძმა ბექარია. გიოს ჟანდარმერიის უფროსი ფაღავა დევნის, საშველს არ აძლევს და ბოლოსდაბოლოს მოკლავს კიდეც. ფაღავა ბექარს ჟანდარმერიაში სამსახურს შესთავაზებს, მაგრამ ძმის სიკვდილით და ფაღავას ვერაგობით გამწარებული ბიჭი ძმის მკვლელს სიცოცხლეს გამოასალმებს.