დაიბადა 1948 წლის 20 მარტს სოფელ ჩოგურში(ლენტეხის რაიონი). სწავლობდა თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო). არის სტუდია ”ადამ და ევას” სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი და პრემია: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1995), სპეციალური პრიზი კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე (1980), პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე(1982), მთავარი პრიზი სოჭში კინოფესტივალზე ("კინოტავარ-92") (1992), "გრან-პრი" მოსკოვის ფესტივალზე ("ინტერფესტ-92") (1992), მთავარი პრიზი და დიპლომი თბილისში ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალზე ("ოქროს არწივი") (1992), "ვერცხლის დათვი" ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (1993).