ფილმი-დილოგია XX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების პანორამას ასახავს. ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი გიორგი თორელი მშობლიური კუთხის, მესხეთის აღორძინებისთვის იღწვის. საერთო უპასუხისმგებლობისა და ბიუროკრატიზმის პირობებში თორელის მცდელობა დონ-კიხოტის ქარის წისქვილთან ბრძოლას წააგავს. სირთულეების მიუხედავად, რეგიონს მალე დაეტყობა გონიერი ხელმძღვანელის ხელი.
ფილმი შედგება ორი ნაწილისაგან.
პირველი ნაწილის (2 სერია) ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1980 წელს, ხოლო მეორე ნაწილის (2 სერია) 18.04.1985 წელს.