დაიბადა ქ. თბილისში 1943 წლის 18 ნოემბერს.1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (დ. ალექსიძისა და მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980–1991 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. შექმნა სატელევიზიო სპექტაკლები და ვიდეოფილმები. კითხულობდა ლექციებს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. 12 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ტელეცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1992 წლიდან მუშაობს სანქტ–პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. კინოფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ!" გიორგი თორელის როლისათვის მიიღო ლენინური პრემია (1986). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.