დაიბადა 1924 წლის 28 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, 1939-1944 წლებში საწავლობდა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში, ფერწერის განხრით. 1944-1950 წელს სწავლობდა საქართველოს სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1951 წავიდა სიმფეროპოლში, სადაც ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში. იქვე დაოჯახდა მხატვარ ტატიანა(ტატა) კრიმკოვსკაიაზე. ყავდა ორი შვილი: მაკა (მარიამი) და ნათია, ასევე მხატვრები. 1952 წლიდან დაბრუნდა თბილისში, სადაც ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში. 1953 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციურ საამქროში დამდგმელ მხატვრად. 1954 წლიდან გადავიდა მხატვრული ფილმების მხატვრად. 1981 წლიდან იყო კინოსტუდია ქართული ფილმის მთავარი მხატვარი. 1969 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1978 წელს დაჯილდოვდა სსრკ წარჩინებული კინომატოგრაფისტის ნიშნით. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.