მილიციის ინსპექტორ ქათამაძეს მოხდენილი ქალიშვილი თამუნია უყვარს, საპატიო ესკორტივით ფეხდაფეხ დასდევს. თამუნიას სახლამდე მისაცილებლად ხანდახან პოსტსაც ტოვებს. სწორედ ასეთ დროს ავარია მოხდება, ქათამაძეს მილიციიდან დაითხოვენ. ყოფილ ინსპექტორს საბავშვო ბაღში მოტოროლერით ფუნთუშები მიაქვს, შემდეგ კი თამუნიას სახლთან არის ატუზული. ქალიშვილი მის ერთგულებას დააფასებს და სიყვარულით უპასუხებს.