დაიბადა 1931 წლის 17 თებერვალს. 1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1955-1958 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის რეჟისორად. 1958 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, რეჟისორად, მეორე რეჟისორად, დამდგმელ რეჟისორად და მსახიობად.