იპოლიტე და ბაგრატა სანაშენე ღორის ყიდვაში ერთმანეთს ეცილებიან. იპოლიტე ბაგრატას აჯობებს, ღორს იყიდის და ბაგრატას არაფრით აღარ დაუთმობს. ვაჭრობაში გართულები გვიან შენიშნავენ ღორის დაცემას, რომელსაც ჭაჭიანი ჩენჩო უჭამია. იპოლიტე იფიქრებს, ჭირიანი ყოფილაო და რომ არ იზარალოს, ღორს დაკლავს და მეზობელს მიყიდის. მეზობელი ორივეს სუკებით გაუმასპინძლდება და ღამესაც გაათევინებს. იპოლიტე მიხვდება, რომ ღორი ჭირიანი არ ყოფილა, ფულთან ერთად დარჩენილ ხორცსაც გაიტაცებს და გაიპარება.