ლევანასა და პასიკოს ფარული ურთიერთობა სოფლის ჭორიკნებს აალაპარაკებს. მოლაყბეთა და საკუთარ მეუღლეთა თვალის ასახვევად პასიკო, ვითომ ღირსების შელახვისათვის, ლევანას სასამართლოში უჩივლებს. მართლმსაჯულების მოხელეთა კლანჭებში ჩავარდნილი ლევანას ცოლი იძულებული ხდება პასიკოს ქრთამი შესთავაზოს გასაჩუმებლად. პასიკო ფულს აიღებს, მაგრამ ლევანასთვის თვალების ჟუჟუნს არც შემდეგ მოიშლის.