ვერტმფრენის პილოტს გურამს თელავი-ომალოს რთულ საჰაერო ტრასაზე ყოველდღიურად არაერთი მგზავრი გადაყავს. ეს საჰაერო ტრასა ერთადერთი გზაა, რომელიც მთაში გამომწყვდეულ თუშეთს გარე სამყაროსთან აკავშირებს. რაც დრო გადის, მით უფრო მრავლდება თუშეთში დაცარიელებული სოფლების და მიტოვებული სახლების რიცხვი.