დაიბადა 1957 წლის 7 აპრილს, თბილისში. 1970-1975 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის მსახიობი, 1975 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983). 2008 წელს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.