საქართველოდან გატაცებულ და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდულ ახალგაზრდა ანდრიას ტყვეობიდან ქრისტიანი მღვდელი ნიკოლოზ ბრაბანტი გამოისყიდის. აქედან იწყება დიდი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწის, რუმინეთში მცხოვრები ქართველის, განმანათლებლის, მწერლის, მესტამბისა და ხატმწერის, ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის ვრცელი გზა. ვლახეთის მღვდელმთავრის ანდერძის თანახმად მიტროპოლიტად ნაკურთხი ანთიმოზი რუმინელი ხალხის სულიერ მამად იქცა. 1992 წელს ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.