დაიბადა 1918 წლის 15 აპრილს თბილისში. 1941–1945 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (ტოვსტონოგოვის სახელოსნო). დამთავრებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო რუსთაველის თეატრში და შემდეგ მუშაობდა სოხუმის თეატრში. 1951 წელს მიიწვიეს მოსკოვის სამხატვრო თეარტში, სადაც სხვა წამყვან როლებთან ერთად, სტალინის სიცოცხლეშივე შეასრულა სტალინის როლი. სამხატვრო თეატრის მთავარი რეჟისორის კედროვის რჩევით 1963 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა "მოსფილმში" , 1968 წელს კი – გადავიდა გაერთიანება "ეკრანში". 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კინოკავშირის წევრი (1966), 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.