მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს.