დაიბადა1922 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში. 1937-39 წ.წ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე (ს. ბარხუდარიანის კლასი) და ფორტეპიანო ფაკულტეტზე (ა. ვირსალაძის კლასი). 1939 წლიდან სწავლას აგრძელებს მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტზე (რ. გლიერის კლასი). 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურა. სსსრ სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1951), საქართველოს სახალხო არტისტი (1961).