მოხუცი ფოსტალიონი გიორგი პენსიაზე გასვლის წინ უკანასკნელად ჩამოუვლის უბნის ბინადრებს და მათ თავის შემცვლელს, ახალგაზრდა ლამარას გააცნობს. კარდაკარ სიარულში გიორგის და ლამარას თავს ბევრი რამ გადახდებათ: გაყრის პირას მისულ ცოლ-ქმარს შეარიგებენ, ბინაში შეპარულ ქურდს გადააწყდებიან და ცხოვრების ავ-კარგზე დააფიქრებენ, მშობიარეს დახმარებას აღმოუჩენენ... ერთ-ერთ ბინაში ლამარა თავის შეყვარებულს შეხვდება, რომელიც მის ფოსტალიონობას იუკადრისებს. ლამარა ფოსტალიონის ჩანთას გიორგის მიუგდებს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ღირსეულად შესრულებული არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის.