დაიბადა ოზურგეთში 1906 წლის 20 ივლისს. 1924 წ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რაიონულ თეატრში. 1925 წ. მუშაობს კინოსტუდიაში. 1926 წ. სწავლას განაგრძობს დ. კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მუშათა კულტურის სტუდიაში, ხოლო 1927–30 წ.წ. კი რუსთაველის თეატრის სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოხუმის (1930–31), ზუგდიდის (1931-32), ქუთაისის (1932–33) თეატრებში. 1934 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.