ფილმი გადაღებულია ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
დასავლეთ საქართველოდან ახალგაზრდა გლეხი სიკო, გამდიდრების სურვილით, მოჯირითეთა ჯგუფთან ერთად ამერიკაში მიემგზავრება. შინ დაბრუნებული „უაილდ-ვესტის“ მხედარი აღმოაჩენს, რომ შვილი გარდაეცვალა და ცოლი მისი მეზობლისგანაა ფეხმძიმედ. სასოწარკვეთილი კაცი სახლს გადაწვავს და თვითონაც იღუპება.
ჩამოტანის წელი 2018. აღდგენის წელი 2019. (ინტერტიტრი -ქართ. სუბტიტრი-ინგლ) აღდგენილია ეროვნულ არქივში