დაიბადა ვარშავაში (პოლონეთი) 1904 წლის 14 ივნისს (სხვა მონაცემებით 3 აპრილს). მისი პირველი გვარია ანდრონიკაშვილი. 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. რუსეთის დამსახურებული არტისტი (1935). საქართველოს სახალხო არტისტი (1941). მიღებული აქვს სტალინური პრემია (1941). 1953 წლის 14 ივნისს დაიღუპა ტრაგიკულად. 1981 წელს გურჯაანში გაიხსნა ნ. ვაჩნაძის მემორიალური მუზეუმი.