მუსულმან გოგონას, გიულის, და ქრისტიან მოჯამაგირეს, მიტროს, ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ გიულის იძულებით მიათხოვებენ ხანშიშესულ მდიდარ მეზობელს, ალის. გიული საძულველ ქმართან ცხოვრებას ვერ ეგუება, ალის ვაჟის, ქერბალაის დახმარებით მიტრო გიულის გაიტაცებს. ქმარი გაქცეულებს დაედევნება და გიულის მოკლავს.