დაიბადა 1892 წელს პეტერბურგში. 1912–1914 წლებში სწავლობდა საფრანგეთში, ქალაქ ნანსში. 1914–1916 წლებში მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომიში. 1916–1922 წლებში მუშაობდა თბილისის კერძო კინოკანტორაში. 1922–1931 წლებში "სახკინმრეწვის" რეჟისორია, 1931–1941 წლებში მოღვაწეობდა ბელორუსიის კინოსტუდიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წლიდან იყო ირკუტსკის სტუდიის კინოქრონიკის რეჟისორი.