სოფელში ჩამოსული ტურისტების წყალობით მზაღომ და გელამ პირველად ნახეს რადიომიმღები. მზაღო ისე მოიხიბლა, რომ რადიოტექნიკის შესასწავლად ქალაქში გაემგზავრა. ეჭვიანობით შეპყრობილმა გელამ მზაღოს ქალაქში ჩააკითხა. შეხვედრამ ქალის სიყვარულში დაარწმუნა. გელამ ქალაქში დარჩენა და რადიოსაინჟინრო საქმის შესწავლა გადაწყვიტა.