დაიბადა 1902 წლის 17 იანვარს ქუთაისში. 1925 წელს დაამთავრა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან არსებული სამსახიობო სკოლა-სტუდია. 1924 წლიდან მსახიობად დაიწყო მუშაობა კინოში. 1965 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1980 წელს – საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.