1905 წლის შემოდგომაა. შიმშილი და სიღატაკე გლეხკაცს აიძულებს, სოფელი დატოვოს და ქალაქს მიაშუროს, მაგრამ აქაც კატორღული შრომა ელის. ქარხნის მეპატრონე გროშებს იძლევა. მუშების უკმაყოფილება თანდათან იზრდება. ერთერთი მუშა არალეგალური ფურცლების გავრცელების ინიციატივით გამოდის. ის ახალი აზრის, სამართლიანობისდამკვიდრებისათვის იწყებს აგიტაციას. ამავე დროს გლეხები თავიანთ რჩეულებს გზავნიან მემამულესთან, სთხოვენ დათმობაზე წავიდეს, მაგრამ მემამულე გლეხების წარგზავნილებს დაახოცინებს. გლეხები მიუვარდებიან მემამულეს და ცეცხლს წაუკიდებენ მის სახლკარს. მეორე დღეს გლეხებს მუშებიც შეუერთდებიან. კაზაკები ტყვიებს დაუშენენ მათ. აჯანყებულებს ციხეში ჩაამწყვდევენ, აწამებენ, მაგრამ მათ მტკიცედ და მხნედ უჭირავთ თავი. ჩამოხრჩობის წინ მუშა ეთხოვება თავისიანებს, ცოლშვილს და მოუწოდებს ყველას განაგრძონ ბრძოლა სიმართლისათვის. აჯანყება ჩახშობილია. დაღუპული მუშის შვილი ფიცს დებს, რომ შურს იძიებს მამისა და მისი ამხანაგების დაღვრილი სისხლისათვის.